სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის საბოლოო...

rherher

სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის საბოლოო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 23/05/2017

23 მაისს სასტუმრო ,,რედისონში“სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტის საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელიც გახსნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ატაშე  პიტერ დენიში, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში -EWMI/PROLOG-ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, GIZ-ის სამართლის პროგრამის უფროსი სამართლებრივი მრჩეველი ეთერ ჩაჩანიძე. შეხვედრის მოდერაციას, პროცესის მონაწილე დონორთა ერთობლივი დახმარებით უძღვებოდა, დავების გადაწყვეტის ევროპული ცენტრის თავმჯდომარე, სლოვენიის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, საერთაშორისო ექსპერტი ალეშ ზალარი.

ღონისძიების  მონაწილეებმა მოისმინეს  ნინო გვენეტაძის მოხსენება მართლმსაჯულების სტრატეგიის შემუშავებისათვის გაწეული სამუშაო პროცესის შესახებ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალ საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში იქნება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება. კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე მოხდა საბოლოო შეთანხმება სტრატეგიის იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც ექსპერტთან შეთანხმდა და საბოლოო ფორმულირება დაზუსტდა.

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2017

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi