უზენაეს სასამართლოში ნოტარიუსთა საერთაშორისო...

hrhr

უზენაეს სასამართლოში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარეს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია: 10/05/2017

დღეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გიორგი ბრწყინვალეს სახელობის დარბაზში, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ და სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებმა შეხვედრა გამართეს  ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარესთან ხოსე მარკენიო დე ლანოსთან. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომას მასპინძლობს.  

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ნოტარიატის განვითარების გზებზე და იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ნოტარიუსთა პალატის წინაშე დგას. როგორც ხოსე მარკენიო დე ლანომ აღნიშნა, ევროპის ქვეყნებში ნოტარიუსს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირებაში და სასურველია, ნოტარიუსის სოციალური როლი ლათინური ნოტარიატის წევრ ყველა ქვეყანაში გააქტიურდეს. როგორც უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ აღნიშნა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ხარისხი, ნოტარიუსთა დამოუკიდებლობა  მნიშვნელოვნად  გაუმჯობესდა მას შემდეგ რაც იგი შეუერთდა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირს.   

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი  2007 წლიდან გახდა. 2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრ ქვეყნად გამოაცხადეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სისტემატურად მონაწილეობს  საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში და ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს. 

ივნისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi