უზენაეს სასამართლოში სასამართლოს პლენუმის...

sgsge

უზენაეს სასამართლოში სასამართლოს პლენუმის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 08/05/2017

მიმდინარე წლის 8 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სასამართლოს პლენუმის სხდომა გაიმართა.

პლენუმის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარისა და წევრების არჩევა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 და მე-191 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, პლენუმის წევრთა მიერ საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებად დასახელდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პაატა სილაგაძე, ეკატერინე გასიტაშვილი  და ვასილ როინიშვილი.

პლენუმის მიერ საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა  სილაგაძე, ხოლო წევრებად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და ვასილ როინიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობა აირჩევა 3 წლიანი უფლებამოსილების ვადით. 

ივნისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi