საქართველოს უზენაეს სასამართლოში ყაზახ...

dsggs

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ყაზახ კოლეგას უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია: 01/05/2017

მიმდინარე წლის 1 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ნინო გვენეტაძემ  მიიღო საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კალიდულა შაუხაროვი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე რეფორმის უმნიშვნელოვანესი ასპექტები და მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  ძირითადი მიმართულებები.

ყაზახ სტუმართან შეხვედრა გამართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის სტრუქტურების ხელმძღვანელებმა. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუმარს საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების, სასამართლო საქმეთა განხილვისა  წარმოების, სასამართლოსა და მედიის ურთიერთობის საკითხებზე.

ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ყურადღებით გაეცნო უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმში დაცულ ექსპონატებსა და ისტორიულ დოკუმენტებს.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi