გამოვიდა ახალი კრებული სამოქალაქო საქმეებზე

dfnd

გამოვიდა ახალი კრებული სამოქალაქო საქმეებზე

გამოქვეყნებულია: 18/04/2017

სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილებამ გამოსცა ახალი კრებული (2017 № 1) სამოქალაქო საქმეებზე.

კრებულში გაერთიანდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოში ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული დავები.

კრებული სამ ძირითად თემადაა დაყოფილი. პირველი ეხება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროცესუალურ საკითხებს (სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია; უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებებსა და აღსრულებას).

მეორე თემა ვალდებულებითი სამართალია (თანხის დაკისრება; ნასყიდობა; სესხი).

მესამე თემაა საოჯახო სამართალი, რომელშიც გაერთიანდა ქორწინების შეწყვეტის, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის, შვილად აყვანის, მამობის ჩანაწერის ბათილობის, საალიმენტო და მეურვეობა-მზრუნველობასთან დაკავშირებული დავები.

იხილეთ: 2017 წლის № 1 გადაწყვეტილებათა კრებული სამოქალაქო საქმეებზე

ივნისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi