მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა მე-20...

atj

მართლმსაჯულების სახლში მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 10/04/2017

დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხების შესახებ, კერძოდ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების (პაატა სილაგაძე, ილონა თოდუა) და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის (თეა ძიმისტარაშვილი) უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ასევე ,,მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის“ შესახებ პროექტის დამტკიცება,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კანდიდატების დასახელება, მოსამართლეებს ინფორმაცია მიაწოდა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან თევზაძემ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ,,მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ პროექტის პრეზენტაცია გამართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. აღსანიშნავია, რომ ,,მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ პროექტის პრეზენტაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უკვე გამართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე წლის 4 აპრილს. 

აპრილის ბოლოს ნინო გვენეტაძე ,,მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ შესახებ მსგავს შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ადვოკატთა ასოციაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის.

მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეთა 2/3-ის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად  არჩეულ იქნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე  გიორგი მიქაუტაძე(196 ხმა) და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია(195 ხმა). მოსამართლეთა კონფერენციის მიერ  ადმინისტრაციული კომიტეტის წევრად 197 ხმით არჩეულ იქნა მოსამართლე მერაბ ლომიძე.

ოქტომბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi