ტრენინგი უზენაეს სასამართლოში

rhh

ტრენინგი უზენაეს სასამართლოში

გამოქვეყნებულია: 17/03/2017

2017 წლის 17 მარტს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მხარდაჭერით ჩაატარა ტრენინგი თემაზე „საკუთრების  უფლების დაცვის  ევროპული სტანდარტები“. ტრენინგის უძღვებოდა ევროსაბჭოს მიერ მოწვეული ექსპერტი მარეკ ანტონი ნოვიკი.  ექსპერტმა  ტრენინგის მონაწილეებს ევროპის ადამიანის უფლებათა  კონვენციით დაცული  ძირითადი უფლებების თაობაზე ზოგადი მიმოხილვა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლო დროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გააცნო.

ტრენინგი,  განკუთვნილი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სამოქალაქო  და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა პალატისა და კანცელარიის თანამშრომლებისთვის.

ტრენინგის დასრულების შემდეგ,  ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ბატონმა მარეკ ანტონი ნოვიკიმ მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაცა სერთიფიკატები.

ივლისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi