უზენაეს სასამართლოში ბრიტანელ ექსპერტთან...

sdgsd

უზენაეს სასამართლოში ბრიტანელ ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 15/03/2017

2017 წლის 15 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ბრიტანელ ექსპერტთან -  ჯეფ ჯოველთან შეხვედრა გაიმართა. ჯეფ ჯოველი საკონსტიტუციო კომისიაში მოწვეული ექსპერტია. ის საქართველოში, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის“ (PROLOG) პროექტის მოწვევით იმყოფება, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 (ადამიანის უფლებები) და მე-5 თავში (სასამართლო ხელისუფლება) შესატანი ცვლილებების  ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისა და რეკომენდაციების წარმოდგენის მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ექსპერტს  მართლმსაჯულების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გააცნო. ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. კერძოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები იმისათვის, რომ  საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა გაძლიერდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ თორდიამ მოწვეულ ექსპერტს მოსამართლეთა იმუნიტეტის  დახვეწასა და მათი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების კონსტიტუციით მოწესრიგებასთან დაკავშირებული ინიციატივები გააცნო.  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ კონსტიტუციაში სოციალური გარანტიების ჩანაწერის გათვალისწინების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბრიტანელი ექსპერტი ჯეფ ჯოველი საკუთარ რეკომენდაციებს კომისიას უახლოეს მომავალში წარუდგენს.

მარტი 2017

  • Previous month
  • Next month
მარტი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi