სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ...

yunf

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

გამოქვეყნებულია: 10/03/2017

2017 წლის 9 მარტს უზენას სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბა. შეხვედრის თემა ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული საერთო სასამართლოების პრაქტიკა იყო.

უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებითი, ის გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ძირეულად ცვლის ნარკოპოლიტიკის მიმართ მიდგომებს.

„სისხლის სამართლის პოლიტიკა და მართლმსაჯულება უნდა ემსახურებოდეს საკუთარი მოქალაქეების დაცვას დანაშაულის ჩადენისგან, სწორედ ამიტომ, მისასალმებელია ბოლოდროინდელი ცვლილებები ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.

“ახლა ჩვენი ამოცანააა, ვიზრუნოთ შესაბამისი პირებისთვის სარეაბილიტაციო და სამკურნალო პროგრამების გაფართოებაზე“ - აღნიშნა ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელმა, მოსამართლე რენატე ვინტერმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა წარმოადგინა და განმარტა, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, არაპროპორციული ზომაა და არ ემსახურება პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნებს.

ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ექსპერტმა ვენის სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარემ ულრიხ ნახტერბერგერმა  ვენის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკასა და ავსტრიის კანონმდებლობაზე ისაუბრა და საბჭოს წევრებს ევროპული გამოცდილება გააცნო.  

შეხვედაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული საკნონმდებლო წინადადებები.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა ევროკავშირის პროექტის- „მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში გაიმართა.

დეკემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi