ინფორმაცია საქოქალაქო საქმეზე ...

gegs

ინფორმაცია საქოქალაქო საქმეზე №ას-664-635-2016

გამოქვეყნებულია: 06/03/2017

I.            პირველ ინსტანციაში საქმის წარმოება  (თბილისის საქალაქო სასამართლო)

ქიბარ ხალვაშმა და შპს „პანორამამ“ 2015 წლის 4 აგვისტოს სარჩელი აღძრეს მოპასუხეების: შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ (ყოფილი შპს „საქცემენტი“), შპს „გეო-ტრანსის“, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ნინო ნიჟარაძისა და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ -ის წინააღმდეგ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე და 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა:

1.    ბათილად იქნა ცნობილი ყველა გასაჩივრებული გარიგება (ხელშეკრულება).

2.    გაუქმდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის„ (ს.კ. 211352016) პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანაშვილის (პ.ნ. 01025001809) 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (ს.კ. 206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ. 01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ის (ს.კ.211352016) 60% წილის  მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (პ.ნ 61002000543) და 40 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა შპს „პანორამა“ (ს.კ 61002000543.

3.    ყველა დანარჩენი მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

II.          საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოში

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს როგორც მოსარჩელეებმა, ისე მოპასუხეებმა,  შპს „გეო-ტრანსის“გარდა. ამ უკანასკნელის მიმართ გადაწყვეტილება შევიდა ძალაში.

მოგვიანებით, მოსარჩელეებმა უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე და შესაბამისად,  შპს „რუსთავი 2“  სასამართლო პროცესში მხარეს აღარ წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე ზეპირი მოსმენით, განიხილა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები და არ დააკმაყოფილა არც ერთი მათგანი და 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით  უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

III.        საქმის წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციაში

·         სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

·         საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განსახილველად შევიდა 2016 წლის 14 ივლისს.

·         საკასაციო პალატის 2016 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის  391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-17 მუხლის, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის მოტივირებული განჩინებით საქმე №ას-664-635-2016 (სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა თავმჯდომარე ე.გასიტაშვილი (მომხსენებელი); წევრები:პ.ქათამაძე, ბ.ალავიაძე) გადაეცა უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, რადგან,საკასაციო სასამართლომ  მიიჩნია, რომ სამართლებრივად შესაფასებელ საკითხთა ერთობლიობა აკმაყოფილებდა სსსკ-ის 3911  მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ წინაპირობას და საქმე, თავისი შინაარსით, წარმოადგენდა იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ „დიდ პალატაში საქმის განმხილველი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“, 2014 წლის 28 მარტის №2-პლ დამტკიცებული დადგენილების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ (01.12.16 №01/89) საქმის განსახილველად   ჩამოყალიბდა  დიდი პალატის შემადგენლობა (გვენეტაძე ნინო (თავმჯდომარე), მზია თოდუა, მიხეილ ჩინჩალაძე,  ეკატერინე გასიტაშვილი(მომხსენებელი), პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშილი, გიორგი შავლიაშვილი).

2017 წლის 27 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ,  საჯაროდ გამოქვეყნდა  ინფორმაცია დიდი პალატის შემადგენლობისა  და  საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე  2017 წლის 2 მარტს განხილვის შესახებ, იმ  მითითები , რომ დიდი პალატის შემადგენლობაში შევიდა ცვლილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე  2017 წლის 24 თებერვლიდან იმყოფება კუთვნილ შვებულებაში (ბრძანება №30§1; 23.02.2017) და მის ნაცვლად  დიდი პალატის შემადგენლობაში შევიდა მოსამართლე  ვასილ როინიშვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ახალი გადაწყვეტილება

2017 წლის 2 მარტს,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ახალი გადაწყვეტილებით გაუქმდა სააპელაციო პალატის განჩინება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ (ს.კ. 211352016) პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანაშვილის (პ.ნ. 01025001809) 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (ს.კ. 206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ. 01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის (ს.კ.211352016) 60% წილის  მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (პ.ნ 61002000543) და 40 %-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა შპს „პანორამა“ (ს.კ 61002000543).

ახალი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა საქმის განხილვის დასრულებისთანავე.

დიდი პალატის მიერ, ახალი გადაწყვეტილების მიღება, დადგენილი პრაქტიკით, სავარაუდოდ, მიანიშნებს საპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებივ არასრულყოფილებაზე და ამდენად, მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება განხორციელდა დიდ პალატაზე.

იმავე სხდომაზე გადაწყდა მხარეთა სხვადასხვა სახის შუამდგომლობები და მიღებულ იქნა შესაბამისი განჩინებები, რომლებიც ასევე, გამოქვეყნდა საქმის განხილვის დასრულებისთანავე. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა სსსკ-ის 257-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ერთი თვის ვადაში მოამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად და საჯაროდ გამოსაქვეყნებლად.

მარტი 2017

  • Previous month
  • Next month
მარტი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi