ტრენინგი ანტიდისკრიმინაციულ საკითხზე

gs

ტრენინგი ანტიდისკრიმინაციულ საკითხზე

გამოქვეყნებულია: 13/02/2017

2017 წლის 11-12 თებერვალს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისადა სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მხარდაჭერით, ჩაატარატრენინგი თემაზე“-დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხები“. ტრენინგის ფარგლებში  ევროპისსაბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ქალბატონმა ივანა როანამ და  სახალხო დამცველის ოფისი წარმომადგენელმა ქალბატონმა ქეთევან  შუბაშვილმა  ისაუბრეს   დისკრიმინაციის აკძალვისძირითად საფუძვლებზე და განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. ტრენინგი განკუთვნილი იყო  უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თანამშრომლებთათვის.

მოწვეულმა ტრენერებმა მონაწილეებს გააცნეს, ანტიდისკრიმინაცილი კანონმდებლობის და საერთაშორისო გამოცდილების თაობაზე სამართლებრივი აქტები და სასამართლოს გადაწყვეტილებები.  ასევე, სახალხო დამცველის ოფისის წარმოამდგენელმა ისაუბრა საქართველოში სახალხო დამცვლის აპარატში არსებულ საქმეებზე.  

ტრენინგის დასრულების შემდეგ,  ევროპის საბჭოს მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ქალბატონმა ივანა როანამ და სახალხო დამცველის ოფისი წარმომადგენელმა ქალბატონმა ქეთევან  შუბაშვილმა  მონაწილეებს  საზეიმო ვითარებაში გადაცეს სერთიფიკატები.

სექტემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi