ბიბლიოთეკის საქმიანობის შესახებ

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის პირველ სართულზე განთავსებულია საცავი, სადაც ინახება საარქივო მასალა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მკითხველს საშუალება აქვს ადგილზე გაეცნოს საჭირო ინფორმაციას საარქივო კლასიფიკატორის მეშვეობით. 

უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის მე-2 სართულზე ფუნქციონირებს ორი სამკითხველო დარბაზი უცხოური და ქართული ლიტერატურისათვის. ბიბლიოთეკა მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. დანერგილია წიგნადი ფონდის გამოყენების თანამედროვე მეთოდები, კერძოდ, მკითხველს საშუალება აქვს ბიბლიოთეკარის დაუხმარებლად წიგნადი ფონდიდან თვითონ მოიძიოს შესაბამისი ლიტერატურა.

იგი ხელმისაწვდომია, როგორც პროფესიონალი იურისტების, ასევე არაიურისტი მკითხველისათვის. მათ განკარგულებაშია უახლესი იურიდიული ლიტერატურა ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. მკითხველთა რიცხვი ყოვლედღიურად იზრდება. რეგისტრაციის დროს უზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათზე აღინიშნება კატეგორიის (იურისტი, მეცნიერმუშაკი, ასპირანტი, სტუდენტი, მოსმართლე და სხვა სპეციალობის) ნომერი. ნომრის დადგენა ხდება მკითხველის პროფესიის მიხედვით. ეს კი აადვილებს სტატისტიკური მონაცემების დაზუსტებას, თუ რა პროფესიის მკითხველია ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი.

სასურველი წიგნის მოძიება ხდება ბიბლიოთეკისათვის სპეციალურად შექმნილი პროგრამისა და კლასიფიკატორის საშუალებით.

HTML clipboardუზენაესი სასამართლოს ბიბლიოთეკა სისტემატურად ივსება ჟურნალ-გაზეთების უახლესი ნომრებით. მკითხველს შესაძლებლობა აქვს აქვე გაეცნოს ქართულ და უცხოურ პრესას. საინფორმაციო მონიტორინგის სახით აკინძულია გახმაურებული პუბლიკაციები. პერიოდიკის განყოფილებაში მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს ქართულ და უცხოურ გამოცემებს. ამავე დარბაზში შეიძლება ჟურნალების, გაზეთებისა და წიგნების ქსეროასლების გადაღება. მოსამართლეთა სამკითხველო დარბაზი ემსახურება როგორც უზენაესი სასამართლოს, ისე რაიონული და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს. აქ მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი საქმიანობისათვის. ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს საინტერნეტო კავშირი. მკითხველი ინტერნეტის საშუალებით სწრაფად მოიძიებს საჭირო მასალას.

ბიბლიოთეკა თავის საქმიანობას წარმართავს კომპიუტერული სამუშაო პროგრამის მიხედვით. ელექტრონული კატალოგი აადვილებს ინფორმაციის სწრაფ მიწოდებას.

აგვისტო 2017

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi