ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ევროპის საბჭოს ფარგლებში შემუშავებული საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ქ. რომში 1950 წელს და ძალაში შევიდა 1953 წელს. კონვენციის მნიშვნელობა მდგომარეობს არა მხოლოდ მასში განსაზღვრული ძირითადი უფლებების მასშტაბებში, არამედ, აგრეთვე, ამ უფლებათა დაცვის სისტემაში, რომელიც შეიქმნა სტრასბურგში, სავარაუდო დარღვევათა განხილვის და სახელმწიფოთა მიერ კონვენციის თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. ამგვარად, 1959 წელს დაარსდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

თავდაპირველი სისტემის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ვალდებულებების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ნაწილდებოდა სამ ინსტიტუტს - ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შორის. ინდივიდუალური განმცხადებლების და ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილი ყველა განაცხადი ექვემდებარებოდა პირველად განხილვას კომისიის მიერ, რომელიც წყვეტდა მათი მისაღებობის საკითხს. საჩივრის მისაღებად გამოცხადების შემთხვევაში, თუკი არ მიიღწეოდა მორიგება მხარეებს შორის, კომისია წარმოადგენდა მოხსენებას, რომელიც ადგენდა ფაქტებს და საკონსულტაციო მოსაზრებას, საჩივრის არსებით მხარესთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, კომისიასა და/ან მოპასუხე სახელმწიფოს მთავრობას შეეძლოთ, საჩივარი გადაეცათ სასამართლოსათვის, რათა მას გამოეტანა საბოლოო, სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილება. თუკი საქმე არ გადაეცემოდა სასამართლოს, მას განიხილავდა მინისტრთა კომიტეტი.

1998 წლის 1 ნოემბრიდან, მაშინ როცა ძალაში შევიდა მე-11 ოქმი, ზემოხსენებულ პირველ ორ ინსტიტუტს ჩაენაცვლა ერთიანი, მუდმივმოქმედი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, პირდაპირ მისთვის მიემართათ საჩივრით.

დაარსებიდან დღემდე სასამართლომ გამოიტანა 10,000-ზე მეტი განჩინება. მათი აღსრულება სავალდებულოა მოპასუხე სახელმწიფოებისათვის და შესაბამისად, აიძულებს მთავრობებს, შეიტანონ შესწორებები ეროვნულ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ პრაქტიკაში მრავალ სფეროში. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იქცა დინამიურ და მძლავრ ინსტრუმენტად ევროპაში ახალი გამოწვევებისა თუ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცების მიმდინარე პროცესში.

სასამართლოს ბინა უდევს ადამიანის უფლებათა სასახლეში სტრასბურგში, რომლის მშენებლობაც დასრულდა 1994 წელს ბრიტანელი არქიტექტორის, ლორდ რიჩარდ როჯერსის პროექტი მიხედვით. მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილ ამ შენობაში სასამართლო მეთვალყურეობს 800 მილიონი ევროპელის ადამიანის უფლებათა დაცვას, მცხოვრების 47 სახელმწიფოში, რომელთა მიერაც რატიფიცირებულია კონვენცია.

ივნისი 2017

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi


Warning: mysql_fetch_array() expects parameter 1 to be resource, boolean given in Z:\home\178.134.199.3\www\binders\footer.php on line 17