ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრი  უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ერთ-ერთი სექტორია. ცენტრის უმთავრესი ფუნქციებია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  გადაწყვეტილებათა შესწავლა, ანალიტიკური მასალის  მომზადება, გადაწყვეტილებათა თარგმნა და მათი მიმოხილვა.

ასევე, უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრი პერიოდულად მიმოიხილავს და თარგმნის სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს. ადამიანის უფლებათა ცენტრში მზადდება გამოცემები კრებულებისა და წიგნის სახით.

ECHR - საძიებო პროგრამა